ანონსები
მესამე ნაბიჯი: ტრენინგი თემაზე „როგორ შევადგინოთ ეფექტური სამოტ ივაციო წერილი?“ ჩატარდება 6 დეკემბერს. ტრენინგს ჩაატარებს საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი მარიამ ჯანჯარია.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• რატომ არის მნიშვნელოვანი სამოტივაციო წერილის შედგენა;
• თანამედროვე მიდგომები;
• რა დეტალებია გასათვალისწინებელი და რას უნდა მიექცეს ყურადღება სამოტივაციო წერილის შედგენისას;
• რა ძალა აქვს ეფექტურ სამოტივაციო წერილს.
ტრენინგები ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართება: განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები და დამსწრეები მიიღებენ ინდივიდუალურ რჩევებს.
მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს.
ტრენინგები უფასოა და დასწრება ღიაა არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ ყველა მსურველისათვის.
თარიღი: 06.12.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 17:00 სთ